16:08 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 17:11:53, 861 ნახვა

რეგიონი
სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს „ერ ტე დე“-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები დაასრულა. 

აღნიშნული გზის სიგრძე 1 070 გრძივი მეტრია, გზის რებაილიტაციის ღირებულება კი 349 999 ლარი.  პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, შპს „სოფლის წყალმა“ 350 გრძივი მეტრი სასმელი წყლის დაზიანებული მილი ამოცვალა. დაზიანებული გზა არაკომფორტული იყო, აფერხებდა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა  გადაადგილებას.

სოფლად მისასვლელი გზების მოწყობა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების უმეტესობა განახლებულია. პროცესს გავაგრძელებთ,  ვიდრე ყველა სოფელს  მისასვლელი გზა არ მოუწესრიგდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#საგზაოინფრასტრუქტურა2021

#გაიგერაკეთდაშენსსოფელში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics