04:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 22:55:25, 1111 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ არის გადასაყვანი

გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ არის გადასაყვანი.

ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გაავრცელეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ალექსეი ნავალნისთან სანდო ექიმებს არ უშვებენ და ის არასათანადო პირებებში იმყოფება.

„ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი ნავალნი ახლა იმყოფება ისეთ პირობებში, რომელიც შეიძლება, გავუთანაბროთ წამებასა და სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. დაწესებულება, სადაც ოპოზიციონერი იმყოფება, საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. საერთაშორისო კანონმდებლობით, დაკავების შემდეგ პატიმრობაში მყოფი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics