12:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 15:24:55, 674 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე - პოლიციელები უსაქმურობენ და ბუზებს ითვლიან

პოლიციელები უსაქმურობენ და ბუზებს ითვლიან, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ავლაბრის მეტროსთან „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ დღევანდელ თავდასხმას.

როგორც მან აღნიშნა, ბადრი ესებუას მიერ განხორციელებული ძარცვის შემდეგ, ქვეყანაში ყაჩაღობის არაერთი ფაქტი მოხდა.

„ესებუას ამბავი თავისთავად მეტყველი ფაქტია. 6 თვე გავიდა, ადამიანმა ნახევარი მილიონი წაიღო და კაციშვილმა არ იცის რა მოხდა და სად წავიდა. ამის შემდეგ ბანკების დაყაჩაღების 4-5 შემთხვევა იყო. პოლიცია უსაქმურობს, ჩრდილში არიან და ბუზებს ითვლიან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics