04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 20:52:09, 1707 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის შეერთებული შტარების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს მისი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად რუსეთის ისეთი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეჭრა და არჩევნებში ჩარევა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ ზრდასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარებაზე აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და შესთავაზა უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics