|
2021-04-07 15:06:07, 559 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი CNFA აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმეიერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა შეაფასეს და CNFA-სთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა CNFA-ის აღმასრულებელ დირექტორს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გახორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, დაცული ტერიტორიების ფართობი საგრძნობლად გაიზარდა და ტერიტორიებზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა. როგორც შეხვედრაზე ტობიას მიუნხმეიერმა განაცხადა, CNFA საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და რეინჯერის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყოს ხელს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)