03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 10:38:48, 809 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს - დაღუპულია ორი სამხედრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 14-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.

ამასთანავე, როგორც გაერთიანებული ძალების შტამი იუწყება, დაღუპულთა შორის ერთი უფროსი ლეიტენანტი ვლადიმირ შპაკია. 

„რუსეთის, მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების ერთმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო, გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“ -  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეარაღებული ფორმირების ქმედებების შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics