21:47 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 15:35:36, 573 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, იან ჩერნიკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების, ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ, მომავალი წლიდან,საბაკალავრო და სამაგისტროკურსების ქართველი სტუდენტები განათლების მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. პირველ ეტაპზე, ახალციხის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით განათლებას ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ.

„ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან. მათი მხარდაჭერით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდა. განათლების მიმართულებით ახალი პროექტიც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა აქტიურად ვითარდება და შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნულის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics