15:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 21:53:10, 816 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც დაკავშირებულია დიდ შეკრებებთან

„ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც დაკავშირებულია დიდ შეკრებებთან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 90-95%-მდე.

„დღეს პანდემიასთან ბრძოლისთვის მსოფლიოს მხოლოდ 5 იარაღი გააჩნია:

პირველი, ეს არის პირბადე, რომელზე საუბრითაც, შესაძლოა, მოვაწყინეთ თავი მოსახლეობას, მაგრამ ამაზე უკეთესი, ამ ეტაპზე, არაფერი არ არის.

ჩვენ გვქონდა 75%-იანი ტარების მაჩვენებელი იანვარში, რაც შედარებით კარგი იყო და სწორედ ამან იმოქმედა იმაზე, რომ ქვემოთ წამოვიდა ახალ შემთხვევათა რიცხვი.

მაჩვენებელი შემდეგ 43%-ზე დავარდა და ახლა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ისევ 51%-ზე ავიდა.

თუმცა, უნდა გვქონდეს 75%-ზე მეტი – კარგია 90-95%, რათა სერიოზულად ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა.

მეორე – დისტანცია.

მესამე – ჰიგიენური წესების დაცვა.

მეოთხეზე მინდა ყურადღების გამახვილება. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც სხვადასხვა ლოკაციაზე გამოვლენილ ეპიდაფეთქებებს ნიშნავს.

ყველა ეს კლასტერი დაკავშირებულია დიდ სუფრებთან, ქორწილებთან, ჭირის სუფრებთან და დიდ შეკრებებთან. ყველა კლასტერი – სამეგრელოში, გურიაში, შიდა ქართლში.

ეს არის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics