|
2021-04-05 16:40:02, 820 ნახვა
ეკონომიკა
„Fitch”-მა „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა
2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ 'Fitch Ratings'-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი 'ნეგატიურიდან' 'სტაბილურამდე' გააუბჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს" „ლიბერთი ბანკიდან" აცნობეს. მათივე ცნობით, ლიბერთი ბანკის 'სტაბილური' პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. "Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე. ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)