21:13 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 16:08:53, 819 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება იწვევს უკუქმედებას

ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს და შეახსენებს რას წარმოადგენენ .... , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება იწვევს უკუქმედებას.

„ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ. ჩემთვის მიუღებელია ციხეში რომ ადამიანებს კლავდნენ. ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით, ქმედება იწვევს უკუქმედებას - მარტო ფიზიკაში და მექანიკა ში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ჩვენგან წახალისებული არ არის, თვითონ თავის პოზიციას გამოხატავს. მიუღებელი, დასჯადი და საზიზღრობაა, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწამებდნენ ციხეებში და ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს და შეახსენებს რას წარმოადგენენ ....“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიმართ სალანძღავი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის კომენტარშიც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ემუქრება. გუშინ კი, 4 აპრილს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics