|
2021-04-04 17:11:21, 691 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა: ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის“, რაც ნიშნავს, რომ ყველა კვლევა ღიაა დაინტერესებული პირისთვის
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, საჭიროებს მშვიდ და საქმიან გარემოს. მისივე თქმით, მას სურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესი" საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს. „ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის," რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენს გვსურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესი" საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს", - აღნიშნა მინისტრმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)