01:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 10:53:46, 653 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

საფრანგეთში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებით, საყოველთაო კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს და სულ მცირე, მისი ხანგრძლივობა 4 კვირა იქნება.

ამასთანავე, საფრანგეთში ე.წ კომენდატის საათი 19:00 საათიდან ამოქმედდება, გარდა ამისა, იხურება სასწავლო დაწესებულებები. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდა.

საფრანგეთში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირეულთა რიცხვი 40 ათასს აღწევს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics