16:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 19:57:38, 1010 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარი - ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბოიკოტი გამოსავალი არ არის

„ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბოიკოტი გამოსავალი არ არის“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პარლამენტში შევიდეს.

„მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ მათი სავარძლები საქართველოს პარლამენტში.

მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან.

ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს.

მაშინ რატომ მომცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც, მე არ ვიკავებ საქართველოს პარლამენტის სავარძელს, რომელიც მეკუთვნის. ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი.

ქუჩიდან რომ მოხდება გადატრიალება, ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთო-ს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics