16:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 13:19:29, 1005 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ფართო „ლოქდაუნი“ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ფართო „ლოქდაუნის“ დაწესება არ იგეგმება.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, ქვეყანაში საყურადღებოა ეპიდვითარება, რომელიც შეინიშნება კონკრეტულ რეგიონებში.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში მოსალოდნელია ადგილობრივი, მცირე და წერტილოვანი შეზღუდვები.

„ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იგეგმება ფართო „ლოქდაუნი“, უფრო მეტიც, ამ ეტაპზე, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან გვესმის ყველას, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის, ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად, მნიშვნელოვანია მცირე, ადგილობრივი, წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც მიმდინარე პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება, ეს აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარია ლოკალიზაცია ადგილზე ეპიდემიის გავრცელების. ჯერჯერობით ჩვენ ცვდილობთ, რომ ლოკალიზაცია მოდებს ამ გზებით, შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ რომ ეპიდემიას ესკალაციის საშუალება მივცეთ, ამ ეტაპე არის დაუშვებელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics