|
2021-03-31 12:50:24, 421 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გიორგი რურუაზე: ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი - მარტივი აქსიომაა
ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი - მარტივი აქსიომაა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდოარემ ჟურნალისტის მიერ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. „ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა, თუ ადამიანი არ არის პოლიტიკოსი, თუ არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია და მაშინ საუბარი ზედმეტია, „სირცხვილიაც“ პოლიტიკური ორგანიზაციაა, ყველამ იცის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთანავე, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამნისტია იყო შეთანხმების პაკეტი, რომელზეც პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი არ იღებს. „ამნისტია იყო შეთანხმების ნაწილი და ეს არ არის რეფორმების პაკეტი, ამაზე ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ რეფორმების განხორციელებაზე“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)