|
2021-03-30 17:35:17, 853 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია ხელისუფლებაზე - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, მით უფრო მეტად დაიღუპავენ თავს
რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, მით უფრო მეტ ზიანს მოუტანენ ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე პუნქტი საკვანძოა, კერძოდ, ესენია: ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „ბუნებრივია, ეს კრიზისი შეიქმნა ბევრი ფაქტორის გამო, სახელმწიფოს მიტაცების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში. ბოლო ფაზა ამ ყველაფრის გავრილოვის ღამის შემდეგ იყო, რეპრესიები და ამ რეპრესიების შემდეგ მანიპულაციები, რითიც მიიტაცა და შეინარჩუნა ძალაუფლება ფორმალურად. ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს ეს ჩვენს წერილში. აქედან გამომდინარე, ყველა ის პუნქტი, რომელიც მიშელმა მოიყვანა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტი არის საკვანძო ახლავე პროცესის გასახსნელად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად. ასეთია ვადამდელი არჩევნები და ასეთია პოლიტპატიმრები. ჩვენი მეგობრები იძულებული ხდებიან განიხილონ საკითხი საქართველოსთვის პირობების დაყენების დახმარებაზე. ეს არის კატასტროფული შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, მით უფრო მეტ ზიანს მოუტანონ ჩვენ ქვეყანას და პოლიტიკურად დაიღუპავენ თავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)