01:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 11:57:27, 1087 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში საპროტესტო აქციებს კიდევ 16 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიანმარის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების კიდევ 16 მონაწილე მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციები იანგონში, მანდალაიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართეს.

აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ თუ „შეიარაღებული ძალების დღეს“ მათი მხრიდან რაიმე საფრთხე შეიქმნებოდა, უსაფრთხოების ძალები ცეცხლს გახსნიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ამ დღეს „შეიარაღებული ძალების სირცხვილის დღე“ უწოდეს. მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 300-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

შეგახსენებთ, რომ მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics