00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 20:52:52, 952 ნახვა

მსოფლიო
დაგლას ჯოუნსი - აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა

„აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა“, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დაგლას ჯოუნსმა ონლაინბრიფნგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ რეფორმების ფარგლებში საქართველო გახდება ნატო-ს უფრო ძლიერი კანდიდატი.

„ღია კარის პოლიტიკა არის ამ ალიანსის ისტორიული წარმატება და მიღწევა. ბოლო წლებში ეს დამტკიცდა ახალი წევრები მიღებით.

აშშ და ნატო-ს ყველა წევრი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანას აქვს ვეტო ამ სუვერენულ გადაწყვეტილებაზე. საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია და ნატო-ს დიდი ხნის ასპირანტი.

მას შეაქვს წვლილი ნატო-ს ოპერაციებში და ის ნატო-ს მტკიცე პარტნიორია. აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და გაზარდოს მათი ძალების თავსებადობა ნატო-სთან.

ამ რეფორმების ფარგლებში საქართველო გახდება ნატო-ს უფრო ძლიერი კანდიდატი“, - განაცხადა დაგლას ჯოუნსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics