|
2021-03-22 13:02:45, 405 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში ლიეტუვას როლი. მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროში ლიეტუვასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვა. შეხვედრას ლიეტუვას რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისი დაესწრო.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)