09:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 17:15:08, 705 ნახვა

სამართალი
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 26 482,30 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის დეკლარანტის მიერ, საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იქნა 181 357,74 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო პროდუქცია.

დეკლარირებული საქონლის მონაცემების, რისკის პროფილთან შედარების შედეგად, საბაჟო კონტროლის წითელი დერეფანი განისაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, სატრანსპორტო დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ზემოაღნიშნულ საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ ტვირთში, 26 482,30 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics