09:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:39:18, 496 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს  დაჰპირდა რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics