|
2021-03-17 18:21:03, 524 ნახვა
პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივანი ნიკა მელიას დაკავებაზე - აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი
ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი, - ამის შესებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. „ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია მთავარ ღირებულებებზე, ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ა.შ, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი ყველა მოკავშირისთვის, შესაბამისად, ამიტომ ვუწევთ ჩვენ აქტიურად საქართველოს მხარს, რომ მათ ამ მიმართულებით ბევრი რეფორმა განახორციელეს, დახვეწეს თავდაცვის სისტემა და ნატო ძალიან აქტიურად უჭერს ამ ყველაფერს, უკვე მრავალი წელია მხარს. სწორედ ამიტომ ჩვენი მოკავშირეები განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური დაძაბულობა იყო საქართველოში და ის მოვლენები, რაც განვითარდა, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოიძებნოს გამოსავალი და საქართველომ შეძლოს დემოკრტიულად რეფორმების გატარების გაგრძელება, სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირი მედიაციის ძალისხმევას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)