22:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 23:43:13, 448 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ

„ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“ სურს მსგავსი სახის რიტორიკაში ჩაითრიოს ოპოზიცია.

„ორი რამ ხდება, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ საზოგადოებაშიც და ოპოზიციაშიც შეიტანოს აზრთა სხვადასხვაობა, რამდენზე არის ის წამსვლელი ამ მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ ზოგი აკეთებს, მაგალითად, თალაკვაძე არის კონსტრუქციულად განწყობილი და ვიღაცა სხვა აკეთებს რადიკალურ განცხადებებს.

მათი მიზანია ჩვენ ჩაგვითრიონ იგივე სახის რიტორიკაში, როგორსაც ისინი იყენებენ, რომ ჩვენც ასევე ვუპასუხოთ, მაგრამ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და შეგნებულად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics