23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 10:42:48, 1069 ნახვა

მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ შეაჩერონ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს მოკვლევას და ფაქტების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ  ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.

ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ. ამასთან, დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო შეაჩერა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ პაციენტს თრომბი განუვითარდა. ამ დროისთვის  ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ფატალური შემთხვევები ვაქცინით იყო გამოწვეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics