23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 13:47:12, 683 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკით“ განიხილავს

ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკის“ ვაქცინით განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ და ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა საჯაროდ უარყო რუსეთის გლობალური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მომარაგების კამპანია, როგორც არასასურველი რეჟიმის მიერ პროპაგანდისტული ნაბიჯი.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ბლოკის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებლებთან, „როიტერსს“ განუცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს „სპუტნიკ V”-ის დეველოპერებთან მოლაპარაკებების დაწყებას.

მედიის ცნობით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე შეიძინეს რუსული ვაქცინები, ჩეხეთი კი დაინტერესებულია მისი შეძენით.

რაც შეეხება იტალიას, ქვეყანა განიხილავს, რომ უდიდესი ვაქცინების საწარმო ბიორეაქტორი „სპუტნიკის“ წარმოებისთვის გამოიყენოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics