14:02 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 17:16:20, 510 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და არჩევნებამდე „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილი სურათით

ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით , რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების იმედი დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს შეთანხმებას გარკვეულ საკითხებზე, ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად.

„ „წითელ ხაზებს“ და ზოგადად მოლაპარაკების დეტალებს, შეთანხმება იყო ასეთი, საკმაოდ მყარი, რომ ამ თემებზე არ გვექნებოდა განცხადებები საზოგადოების საყურადღებო განცხადებები. ყველამ იცის ჩვენი, ოპონენტების პოზიცია. ჩვენ იმედებს რაც შეეხება, დამყარებულია იმზე, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე , რომ უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რომ განვითარებას და უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები.

სკეპტიკური ვარ, ამ ჩემ სკეპტიციზმს ზოგი იზიარებს გუნდში, ზოგი არა, მაგრამ ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით , რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში, არჩევნები არ არის ის გზა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ აირჩია. თუმცა ჩემი სკეპტიციზმი შეიძლება გადაწონოს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ჩვენი პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. რთული პროცესები მიდის მსოფლიოში და განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ ღირსეული პლატფორმა ჩვენი მოკავშირე პარტნიორებისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics