01:22 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 16:16:14, 809 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია სარია - ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან

„ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან თავიანთი განცხადებებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია წერს.

მისივე თქმით, ნიჭი ადამიანს მიეცა განვითარებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის, ჩვენმა ქვეყანამ კი უკუღმა გაიგო.

„ტალანტის, ფულის და ნიჭის საკითხი მღვდელმთავრებმა ყველაზე უკეთესად მოირგეს, მაგრამ მღვდლებსა და მრევლს ეუბნებიან ამაზე არ იფიქროთ თორე დაიღუპებითო. ჩვენი ქვეყანა დამახინჯებული სწორედ ამიტომ არის.

ნიჭი ადამიანს მიეცა განვითარებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ კი უკუღმა გაიგო და გვეუბნებიან: ტანჯვაც ბედნიერება არისო... ყველა ერთად როდესაც დავდგებით განვითარების გზაზე მაშინ ეშველება  ყველა დარგს.  ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან თავიანთი განცხადებებით.  ნიჭი არ დავმარხოთ, ნიჭი გავაორმაგოთ და ვუშველოთ ჩვენს განადგურებულ ცხოვრებას! შვეიცარიის მაგალითზე შეიძლება ამის სწავლა. როდესაც მიხვდნენ სად იდო კეთილდღეობის გასაღები, სწორედ მანდ ჩადეს ინვესტიცია. ეს არის განათლება და ერის განვითარება“, - წერს მამა ანდრია სარია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics