23:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 14:03:34, 1126 ნახვა

მსოფლიო
Amazon წიგნებს, სადაც გენდერული იდენტობა ფსიქიკურ დაავადებად იქნება მოხსენიებული, არ გაყიდის

Amazon წიგნებს, სადაც გენდერული იდენტობა ფსიქიკურ დაავადებად იქნება მოხსენიებული, არ გაყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ გავყიდოთ მსგავსი შინაარსის წიგნები”, - განაცხადა კომპანიამ აშშ-ის კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში.

როგორც გამოცემა წერს, „ამით საცალო ვაჭრობის გიგანტმა უპასუხა რესპუბლიკელ სენატორებს, რომლებიც სვამდნენ კითხვას, რატომ ამოიღო „ამაზონმა“ კონსერვატიული ავტორის წიგნი მისი ყველა პლატფორმიდან“.

გასულ თვეში წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების დისკრიმინაციას კრძალავს.  კანონპროექტის დამტკიცებას სენატის ხმების ნახევარი მაინც სჭირდება. მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელების არ ერთ წარმომადგენელს, რომლებიც სენატში 100 ადგილიდან 50-ს იკავებენ, კანონპროექტის მხარდაჭერის მზაობა არ გამოუთქვამს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics