01:22 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 17:08:39, 542 ნახვა

კომენტარი
ვატო წერეთელი ხელისუფლებას - გამორიცხულია „ტვ პირველი“ ჩააქროთ და ქვეყანაში ჩვენი ხმა არ ისმოდეს

„ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, რომ შემოვიდნენ „ტვ პირველში“, რათა ტელეკომპანიამ შეწყვიტოს მაუწყებლობა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთანავე, ვატო წერეთელმა რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.

„მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ „ტვ პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი, ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში. მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება, რადგან დღეს სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით „ტელეკომპანია პირველში“, ეს არის პროკურატურის განაჩენი, ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და „ტელეკომპანია პირველი“ აღარ იყოს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics