|
2021-03-09 15:44:52, 534 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საუბარი იყო, რამდენად შეიძლება მოეხდინა გავლენა ტვიშის მიკროზონაზე წყალსაცავს
„მნიშვნელოვანი შეფასება გაკეთდა მიკროკლიმატზე, ესეც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო, რომელიც მოსახლეობას აღელვებდა. ეს არის ხეობა, სადაც არის მევენახეობის განსაკუთრებული მიკროზონა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ტვიში იწარმოება ამ ხეობაში. საუბარი იყო, რამდენად შეიძლება მოეხდინა გავლენა ტვიშის მიკროზონაზე წყალსაცავს. ეს კვლევა ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ფრანგულმა კომპანიამ ,,Terraclima”. მინდა გითხრათ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს კლიმატის შეფასებას და კვლევებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის „მოეტი" (Moet), „ჰენესი“ (Hennesy) და „ლუი ვიტონი“ (Louis Vuitton), მათ შორის, კვლევებს შამპანურის ყველაზე დიდი ბრენდისთვის, „მოეტი“. ყველაზე ძვირფასი ღვინო, თუ რამე არსებობს და იწარმოება, ეს კომპანია მათი მიკროკლიმატის შეფასებას აკეთებს. აქაც, ვფიქრობ, რომ რეპუტაცია და სანდოობა არის მაღალი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით წარმოდგენილ გზშ-ის ანგარიშსა და თანდართულ მიკროკლიმატზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელზეც იმუშავა ,,Terraclima”, აღწერილია ადგილობრივ ტემპერატურასა და ტენიანობაზე პოტენციური ზემოქმედების საკითხები, მათ შორის, საპროექტო წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვენახებში ბიოკლიმატური პარამეტრების ცვლილება. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, დიდი რეზერვუარების გარშემო მიკროკლიმატური ცვლილებების თაობაზე საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ პროექტის მსგავს გარემოში, ჰორიზონტალური ზემოქმედება ტემპერატურასა და ტენიანობაში შეიძლება აღინიშნებოდეს დაახლოებით 100 მეტრში რეზერვუარების ნაპირიდან. შესაბამისად, მიკროკლიმატური ეფექტები (ტემპერატურა, ქარი, ტენიანობა) ლოკალიზებულ იქნება რეზერვუარის ზედაპირზე და უშუალოდ მის გარშემო (მომავალი რეზერვუარიდან 100 მ მანძილზე). ამის დასადასტურებლად, დამონტაჟებული იქნება მეტეოსადგურების ქსელი და ტემპერატურის/ტენიანობის სენსორები ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიების ადგილობრივი კლიმატის მუდმივი მონიტორინგისთვის.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)