11:24 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 16:13:18, 724 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ღარიბაშვილზე - დღესვე გადადგეს, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი

პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების გამო დღესვე უნდა გადადგეს.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებზე, თუმცა ღარიბაშვილთან ერთად ამაზე საუბარი არ იქნება.

„კომპრომისებზე, რომ ოპოზიცია მზად არის იქედანაც ჩანს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯექით,  თუმცა ამას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობა დასჭირდა, რადგან ხელისუფლებას ოპოზიციასთან სასაუბროდ მორალური რესურსი არ დარჩა.

ის ფაქტი, რომ რამდენიმე ხანში კვანძი გაიხსნება და ოპოზიცია მათ ჭკუაზე ივლის ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც ის რომ ეს ჩანაწერი 2010 წელსაა გაკეთებული. დღესვე გადადგეს რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ არ წავიდა მაგ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, ტერორისტებს ელაპარაკებიან იმ შემთხვევაში, როდესაც მათ მძევლები ჰყავთ აყვანილი, მათი მძევლები ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილებია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ დროზე წადი და დროზე დანიშნე ახალი არჩევნები. მეტი რავქნა“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics