13:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 14:55:15, 631 ნახვა

სამართალი
ქალაქ გორის მიმდებარედ ნაპოვნია ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ 4 თვის წინ დაკარგულ 21 წლის ახალაზრდას ეკუთვნის

ქალაქ გორის მიმდებარედ ნაპოვნია ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ 4 თვის წინ დაკარგულ 21 წლის ახალაზრდას ეკუთვნის.

ამის შესახებ ინფორმაცია, „ექსპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ ამ ეტაპზე ექსპერტიზის ზუსტი დასკვნა ცნობილი არ არის, თუმცა მათივე განცხადებით ოჯახის წევრები ამ ფაქტს ადასტურებენ.

ოჯახი გიორგი ნონიაშვილს გაუჩინარების დღიდან უშედეგოდ ეძებდა.

კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ გამოძიება დაკარგულს სწორედ ამ მიმართულებაზე ეძებდა, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის იმედი ექსპერტიზისგან აქვთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics