|
2021-03-04 14:49:12, 704 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში განახორციელებს საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მომზადდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო". დღეს მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი, რომელიც უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტით, პირველ რიგში დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან. „რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგები მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ჩვენ ყველა წესის დაცვით ჩავატარებთ ტენდერს. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, და რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისა, ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, - აღნიშნა მინისტრმა.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)