08:46 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 17:45:55, 568 ნახვა

პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას არ ემხრობა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგი აღმაშენებელი“ ამ ეტაპზე პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე სავალი გზის გადაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მოქალაქეების ნაწილს დისკომფორტს შეუქმნის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ აქტივისტების აზრს, მაგრამ თუ ეს ეხება კანონის დარღვევას და თუ აქ საუბარია მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაზე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი ზომა. ამ ეტაპზე გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს და არ მიაჩნია აუცილებლად“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. მათი ნაწილი რუსთაველის გამზირზე, გზის სავალი ნაწილის მომხრე, ნაწილი კი წინააღმდეგია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics