|
2021-02-25 22:56:18, 514 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას
„ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მუდამ მზად იყო მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. „პირველ რიგში ჩვენ შევეხეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში. უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ხმოვანდება მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანაც და რაც ემთხვევა საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალური პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ვიყოთ, იქ, სადაც ვიყავით, ჩვენ იქიდან არსად წავსულვართ. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი წილი, სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და აქ არ იყოს შეფერხება არც ვინმეს პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური განვითარება ქვეყანამ განაგრძოს მიზნისკენ, რაც არის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)