06:49 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 14:31:23, 577 ნახვა

კომენტარი
„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, სანაიას საქმეზე გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა

„უფლებები საქართველო“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე  და თანმხლებ პირებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს მომხდარ ფაქტს და მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, სანაიას საქმეზე გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა.

„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას"წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხა ჯგუფურად რამდენიმე პირი.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  თავად ჟურნალისტის განმარტებით, მასზე და თანმყოფ პირებზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის საფუძველს პირადად მისი პროფესიული და ზოგადად კრიტიკული არხების საქმიანობა წარმოადგენდა.

„უფლებები საქართველო" მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოძიების საწყის ეტაპზევე მიუთითოს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებზე. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის 1-ლი ნაწილის დებულებებზე, რომელიც ადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას დანაშაულის „...სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით" ჩადენისთვის.

ამასთან, „უფლებები საქართველო" საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გახშირებას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად და ეფექტიანად წარმართონ გამოძიება ამ და მსგავს მიმდინარე საქმეებზე. თავის მხრივ, „უფლებები საქართველოს" გუნდი მზადყოფნას გამოხატავს, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულ პირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics