07:19 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 18:51:13, 538 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - საქართველოს მეგობრობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ კეკლუცობას არ ნიშნავს

„ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის სეიმის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა.

ოხანაშვილის თქმით, საქართველოს მეგობრობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ კეკლუცობას არ ნიშნავს.

„შესაბამისი პოლიტიკური პირები დაინტერესდნენ იმით, თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა. იყოს ეს თუ არა შეთანხმებული და საერთოდ ის ინტერვენცია, რომელიც ამ ადამიანმა განახორციელა იყო თუ არა მეგობრული და ეფუძნებოდა თუ არა ორივე მხარის მიმართ მოწოდებას. საქართველოს მიმართ მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარის მიმართ იყო ნეიტრალური, ობიექტური და მოუწოდებდნენ თანაბრად ყველას, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან ამას საჯაროდ აფიქსირებდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის გამო, განმარტებისთვის ლიეტუვის პარლამენტში დაიბარეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics