|
2021-02-24 12:23:46, 617 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ჯანჯღარისკენ, რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა
„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ჯანჯღარისკენ, რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. „რთულია, რა თქმა უნდა, ამის წარმოდგენა, რომ ასე უხეშად, გამომწვევად არღვევდეს კანონს პარტიის თავმჯდომარე. მაგრამ ამას წარმოდგენა არ სჭირდება ამას თავადაც აღიარებენ. ნიკა მელია ხო ამბობდა, რომ დემონსტრაციულად არღვევს კანონს. თავად მისი მხარდამჭერები ხო აგულიანებდნენ, რომ დაერღვია კანონი. დესტაბილიზაცია აწყობს მხოლოდ ერთ აქტორს. ეს არის რუსეთი. ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა აჯანჯღაროს და ცუდი სურათი შექმნას, რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)