|
2021-02-23 17:18:46, 608 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას მამა - მივმართავ მთავრობას, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება
მივმართავ მთავრობას, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელია არის ვაჟკაცი, რომელიც ყველაფერს გაუძლებს. „არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვება, თქვენ ნახეთ ნიკა თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია. თქვენ იცით, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“,, - განაცხადა ანზორ მელიამ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საანონმდებლო ორგანოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)