|
2015-01-30 14:57:57, 1799 ნახვა
ეკონომიკა
საბურთალოს „სმარტში“ 20 000-მდე დასახელების პროდუქტზე 15%-იანი ფასდაკლებაა
დღეიდან 1 თებერვლის ჩათვლით, საბურთალოზე მდებარე სუპერმარკეტი „სმარტი“ მომხმარებელს 20 000 დასახელების პროდუქტზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, მხოლოდ 3 დღით, „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი შეღავათიანი ფასით იყიდოს და უქმე დღეებზე საჭირო პროდუქტები მოიმარაგოს. “სუპერმარკეტი „სმარტი“ ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. ფასდაკლების აქციის ფარგლებში საბურთალოს მოსახლეობას საშუალება ექნება 20 000-მდე დასახელების პროდუქტი “სმარტში” შეღავათიან ფასად შეიძინოს. წამახალისებელი აქციით გვსურს მადლობა გადავუხადოთ საბურთალოზე ახალგახსნილი „სმარტის“ მომხმარებელს ერთგულებისათვის და კიდევ მეტად გავუმძაფროთ „ხარისხის დეტალებში“ განცდა „სმარტში“ მოსვლისას“, - აცხადებენ „სმარტში“. ცნობისთვის, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)