22:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 15:39:44, 552 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ გამოქვაბულშია მოქცეული.

„რაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში. დარჩა რომელიმე ელჩი საქართველოში, რომელიც პერსონა ნონგრატად არ არის გამოცხადებული მათი მხრიდან? არ დარჩა, რადგან ისინი პოლიტიკურ გამოქვაბულში მოექცნენ, რომელიც არის მხოლოდ ჩირაღდნებით ანთებული, რათა რამეს ცეცხლი წაუკიდონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics