11:53 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 18:16:11, 690 ნახვა

კომენტარი
სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის მოადგილე - ზაზა გახელაძის საქმეს ყალბი თავდასხმების განზრახ გასამეორებლად იყენებენ

ზაზა გახელაძის საქმეს იყენებენ განმეორებითი პროპაგანდისა და განხრაზ ყალბი თავდასხმების განმეორების საბაბად, - აღნიშნულის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოადგილემ, მურად ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის საქმეზე, რომელმაც დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გახსნა ცეცხლი, კვლავ გამოიწვია აღშთოფების ქარიშხალი საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

"ამ საქმეზე უამრავი მწვავე განცხადება და კომენტარი გაკეთდა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო, სტერეოტიული და უხეში შეურაცხყოფის მთელ ნაკადს. 

აშკარაა, რომ ზაზა გახელაძის საქმეს იყენებენ კიდევ ერთ საბაბად, რათა განხრახ გაამეორონ ყალბი თავდასხმები", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics