00:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 13:14:29, 516 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები კითხვების დასმისას საკუთარ ტყუილებში ირევიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები კითხვების დასმისას საკუთარ პოზიციებსა და ტყუილებში ირევიან.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს რომელიმე დაკავებულისგან სიმართლის მოსმენის მოლოდინი არ აქვს.

„არც ნიკა რევაზიშვილისგან და არც დანარჩენი ბრალდებულებისგან ისევე, როგორც ვასილ მახარაძესთან, იმის მოლოდინი არ არის, რომ რომელიმე მათგანი იტყვის სიმართლეს. თუმცა, მათი ე.წ. სიმართლეც ბოლომდე ვერ მიაქვთ, როცა ისმევა კითხვები, ეს ადამიანები ირევიან თავიანთ პოზიციებში, მათ მიერ დალაგებულ ვითარებებში, მოგონილ ტყუილებში. სასამართლო ისევე, როგორც ვასილ მახარაძის შემთხვევაში, დარწმუნდება მათ სიცრუეში“, -  განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი და მისი ოჯახის წევრები დაიკითხებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics