|
2015-01-30 12:04:11, 2038 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწყებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკის ჩარევა ამ პროცესებთან, თანმიმდევრული და ეტაპობრივი იქნება. „ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. ასევე დღესდღეობით ამ პროცესით ზარალობენ ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში და შემოსავლები ლარში. ამიტომ ლარის კურსის გაუფასურებას მნიშვნელოვნად გაზრდის მათ გადასახადს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის მექანიზმების ყველა ინსტრუმენტს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, მინდა მოგახსენოთ, როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები და განხილვები მთავრობასთან. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, მომდევნო თვეებში იქნება ან დაბალანსებული, ან პროფიციტული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის დღეს ეკონომიკაში და იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ უკვე გვაქვს, აუცილებელია დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარი უფასურდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, 30 იანვრით განსაზღვრული კურსით, 1 ამერიკული დოლარი 2.0576 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)