20:40 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 15:20:03, 598 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ თავისი სიტყვებისა და განცხადებების მძევალია

„ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ არის თავისი სიტყვებისა და განცხადებების მძევალი“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებისას ოპოზიცია თანხმდებოდა, რომ შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევიდოდნენ, ახლა ამის უარყოფა კი ტყუილია.

„რეალობას თვალი გაუსწორონ, თითქმის ყველაფერი გამოვგლიჯეთ ჩვენ ორმა კაცმა და დანარჩენი რაც დარჩა გამოგლიჯონ მათ, 54 არიან და შეასრულონ პირობა. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ვისხედით, იქ იყო პირობა, შეთანხმების შემთხვევაში ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. ვინ ამას მალავს ის უბრალოდ იტყუება.

ზოგი პარტიულ და პირად ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ არის თავისი სიტყვებისა და განცხადებების მძევალი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics