|
2021-02-01 13:52:03, 528 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩზე“ - ლიბერტარიანული პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარტიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება
ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება, - ამის შესახებ პარტია "მეტი თავისუფლება გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და მისი ყოფილი თანაპარტიელების განცხადებას ეხმაურება. "ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე. რა დროს ჩემი თავისუფლებაა, "ქართული პარლამენტარიზმია" გადასარჩენი. სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია "გირჩმა" გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", რომ მხარი არ დაუჭიროს კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. "გირჩში" აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აღნიშნული გადაწყვეტილება, კერძოდ, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, დიალოგს აზრს დაუკარგავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)