18:36 - 23 Jun, 2026
|
2015-10-03 20:31:47, 726 ნახვა
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს არჩევნებში ხმის უფლება ჩამოერთვათ
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ. გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა 17 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღეს. 1 ხმა კი, ბათილად იქნა ცნობილი. აქედან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გურიის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ფედერაციის პრეზიდენტები კახაბერ ებრალიძე და გია შარაბიძე. აღნიშნულ ფაქტს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან შეკრებილი მოქალაქეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში სამი პრეზიდენტობის კანდიდატი - რეზი არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)