|
2021-01-30 15:35:06, 803 ნახვა
პოლიტიკა
კონფლიქტის დროს ან უნდა იომო, ან ისაუბრო - სერგეი შამბა აცხადებს, რომ საქართველოს აფხაზეთთან დიალოგი არ სურს
როდესაც კონფლიქტია უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო, ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არავის არ გვსურს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ე.წ უშიშროების მდივანი სერგეი შამბა საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას არ აქვს დიალოგის სურვილი აფხაზეთთან. „უკვე თითქმის 30 წელი გავიდა ომიდან. ჩვენ მუდმივად ვერ ვიქნებით მტრულ დამოკიდებულებაში, ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები, უნდა ვისაუბროთ, უნდა გვქონდეს დიალოგი. საქართველოსთან დიალოგი უნდა მოდიოდეს ორმხრივ ფორმატში, თუმცა მათი მხრიდან არ არის ამის სურვილი. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, გალში, ჟენევის ფორმატში იყო ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული დიალოგი. ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რატომ არ არის ჩვენს შორის კომუნიკაცია. მაგალითად, როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ, რუსეთმა უკვე გადაწყვიტა რკინიგზის საკითხი და ტვირთები გავა აზერბაიჯანის გავლის სომხეთში და შემდეგ თურქეთში, როცა შესძლებელი იყო, რომ ტვირთებს აფხაზეთიდან გაევლო. ამდენი წლის მანძილზეც შეიძლებოდა, რომ რკინიგზა ყოფილიყო. ამ თემას ყურადღებას არც საქართველო, არც აფხაზეთი არ აქცევს, სინამდვილეში კი, ეს კომუნიკაციისთვის არის გადასარევი საკითხი. როდესაც კონფლიქტია უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო. ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არავის არ გვსურს. ჩვენ ვამბობდით, მოდით ვისაუბროთ და გადაწყვეტოთ კანონის ფარგლებში აღნიშნული საკითხები“, - განაცხადა სერგეი შამბამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)