18:58 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 17:42:40, 1270 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ში აშშ-ის მისია - ვიმუშავებთ საქართველოსა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან, რათა რუსეთმა პასუხი აგოს

„ვიმუშავებთ საქართველოსთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა რუსეთმა პასუხი აგოს“, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, გადაადგილების შეზღუდვით, მიუღებელია. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და კულტურას, არ აძლევს მათ ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ეუთოსთან საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე, რათა პასუხი აგოს რუსეთმა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics