|
2021-01-28 09:59:39, 694 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, განხილვის საგანი იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის. მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აპირებს რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწოდებს მათ შეასრულონ ვალდებულებები - აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კუჭავამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)